ჯივიპი ხვალ, 22 ივლისს, 13 ასურელი მამის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

15

ხვალ, 22 ივლისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, 13 ასურელი მამის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც,  ხვალ, 22 ივლისს, საღამოს 21:00 საათიდან, 23 ივლისის დილის 08:00 საათამდე,   წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში:

13 ასურელი მამის, როსტევანის, ჯანიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, ბენდუქიძის და დიდი დიღმის დასახლებებს, სოფელი დიღმის და ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს, ტაშკენტის ქუჩის ნაწილს, ზემო ვეძისის  და ვაზისუბნის ქუჩებს.

დიდუბის რაიონში:

დიღმის მასივის I კვარტლის N10, 11, 12 კორპუსებს.

გლდანის რაიონში

ზაჰესში – გრ. ხანძთელის, სხვიტორის და კასკადის ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

Comments
Loading...