ჯივიპი, ხვალ, 18 თებერვალს, ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს

16

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა. აღნიშნულ მონაკვეთზე 0.5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელი შეიცვალა. წყალმომარაგების განახლებულ სისტემაზ ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო.

ჯივიპიმ ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტში, ჯამურად, 10 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით ჯივიპი ხვალ, 18 თებერვალს გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 18 თებერვლის დილის 10:30 საათიდან 19 თებერვლის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკის რაიონში:

ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილის გამზირს, ყიფშიძის, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge ჯივიპი შექმნილი დისკომფორტისთვის, ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

Comments
Loading...