ჯივიპი ხვალ, სამგორის რაიონში, საფერავის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

6

ხვალ, 13 აპრილს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, საფერავის და ქინძმარაულის ქუჩების კვეთაზე, წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამით შესრულდება.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებითა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 13 აპრილს, ღამის 23:50 საათიდან, 14 აპრილის დილის 08:00 საათამდე,  წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

საფერავის ქუჩას და ჩიხებს, ქინძმარაულის, ბაბუციძის, ნაკადულის და მიმდებარე ქუჩებს, წმინდა ბარბარეს უბანს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

Comments
Loading...