ჯივიპი ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის მეოთხე, საბოლოო ეტაპის სამუშაოებს ახორციელებს.

7

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას აგრძელებს.

კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით სრულად აღჭურვილია დამცავი ნიღბებითა და სხვა საჭირო ინვენტარით.

ჯივიპი, ჭავჭავაძის გამზირზე, მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, საბოლოო, მეოთხე ეტაპზე, ახორციელებს სამუშაოებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე სრულად განახლდება 400 მეტრი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა. ახალ ქსელზე მოეწყობა ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები.

აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციაში ჯივიპი 1,5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

კომპანია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიიტაციის საბოლოო ეტაპის სამუშაოებს აპრილის ბოლოს დაასრულებს.

Comments
Loading...