ჯივიპი თანამშრომლებს რეგულარულ პროფილაქტიკურ სამედიცინო შემოწმებას უტარებს

14

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი უსაფრთხოებისა და დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით თანამშრომლებს რეგულარულ პროფილაქტიკურ სამედიცინო შემოწმებას უტარებს.

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში კომპანიის თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ სამუშაო ადგილზე ევექსი კლინიკების სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში გადამზადებული ექიმების მობილურ ჯგუფთან გაიარონ კონსულტაცია. ასევე საჭიროების შემთხვევაში ჩაიტარონ პირველადი სამედიცინო გამოკვლევები და ლაბორატორიული ანალიზები.

კომპანია აქტიურად აგრძელებს დაავადების კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით ყველა ოფისისა და მომსახურების სივრცეების სადეზინფექციო დამუშავებას. ოფისებში დამონტაჟებულია ხელის სადეზინფექციო საშუალებები და ინტენსიურად მიმდინარეობს აღნიშნული სივრცეების სპეციალური ხსნარებით რეგულარული დამუშავება.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კვლავ გაარძელებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებას და მიიღებს შესაბის ზომებს დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით.

Comments
Loading...