ჯივიპი გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემას ანახლებს

18

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი – გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.

პროექტის ფარგლებში, ჯივიპი წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელს ცვლის. კომპანიამ სამუშაოების აღნიშნულ ეტაზე 1.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენის ქსელი უკვე განაახლა.

რეაბილიტაციის თანახმად, განახლებულ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.

გლდანის რაიონში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო პროექტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 3 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის მერია გზის მოწესრიგებას დაიწყებს და ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

Comments
Loading...