ჯივიპიმ ჯუმბერ ლეჟავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განაახლა

8

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, აგრძელებს სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვან, სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისიწნებით. კომპანიის ტექნიკური ბრიგადები სრულად აღჭურვილია დამცავი ნიღბებითა და სხვა ყველა საჭირო ინვენტარით.

ჯივიპიმ ისანი-სამგორის რაიონში, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა 2 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი და ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.

ამ დროისთვის ჯივიპი პროექტის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს, ახორციელებს.

პროექტში კომპანიამ ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

Comments
Loading...