ჯივიპიმ ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაიწყო

10

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაიწყო.

აღნიშნული ეტაპი, კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე ნახევარ კილომეტრზე მეტი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის სრულ განახლებას ითვალისწინებს.

ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.

ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის ჯამური ინვესტიცია 10 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.

Comments
Loading...