ჯივიპიმ წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე მოზარდ თაობასთან ერთად აღნიშნა

8

22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს თუ რა გზას გადის წყალი ჩვენს ონკანამდე და რა მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მდგრად მოხმარებას. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

გარდა ამისა, კომპანიის ცენტრალური ლაბორატორიის სპეციალისტებმა მოსწავლეებს პრაქტიკულად აჩვენეს როგორ და რა დანადგარებით მოწმდება სასმელი წყლის ხარისხი.

gwp ყოველწლიურად სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობით უერთდება წყლის საერთაშორისო დღეს, რომლის მიზანი წყლის რესურსების გაფრთხილება, გარემოზე ზრუნვა და აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა.

1993 წლიდან გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით მთელ მსოფლიოში 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. წყლის დღე – შეახსენებს მთელს მსოფლიოს, რომ მტკნარი წყლის მარაგი პლანეტაზე ძალიან მცირეა. დედამიწაზე არსებული წყლის მხოლოდ 3%-ია სასმელად ვარგისი, თუმცა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 0,3%-ია.

Comments
Loading...