ჯივიპიმ კახეთის გზატკეცილზე, ისნის პანდუსზე სარეაბილიტაციო სამუშაობი დაასრულა

12

ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერმა კახეთის გზატკეცილის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ისნის პანდუსზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

კომპანიამ, პროექტის აღნიშნულ ეტაპზე 500 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ახალი ქსელი მოაწყო, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და სახანძრო ჰიდრანტები დაამონტაჟა, რომლის საინვეტიციო ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს.

ჯივიპი ახალი ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით, გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 18 ოქტომბერს განახორციელებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშრებით, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 18 ოქტომბერს, 16:00 საათიდან 19 ოქტომბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში:

შირაქის, აწყურის, შორაპნის, გარე კახეთის, ნავთლუღის და მიმდებარე ქუჩებს,

ლეხ კაჩინსკის ქუჩის და ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.

Comments
Loading...