ჯივიპიმ კახეთის გზატკეცილზე სამუშაოები დაასრულა

9

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 2018 წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა – კომპანიამ კახეთის გზატკეცილზე გზის ორივე მხარეს 13 კმ სიგრძის წყლის და წყალარინების სისტემა სრულად განაახლა. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას კომპანია GWP ავრცელებს.

პროექტში კომპანიამ 6 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, ახალ სისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წყლის წნევის რეგულატორები დამონტაჟდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 2018 წელს კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის გარდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების ფარგლებში, ჯამში 140 კმ-ზე მეტი წყალმომარაგების სისტემა შეცვალა და განავითარა.

კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის პროექტის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანია დღეს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ ახალ ქსელზე გადაერთების დროს მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 6 დეკემბერს 21:00 საათიდან 7 დეკემბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში:

კახეთის I შესახვევს; ქ.დედოფლის და ზურაბიშვილის ქუჩების ნაწილს; ნავთლუღის, ჭრელაშვილის და მიმდებარე ქუჩებს;

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

Comments
Loading...