ჯივიპიმ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალსადენის მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია დაასრულა

13

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალსადენის მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია დაასრულა და ახალი სისტემა ექსპლუატაციაში გაუშვა.

კომპანიამ 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის განახლებულ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოაწყო. პროექტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 3 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

ამ ეტაპისთვის ვეკუას ქუჩაზე წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება – იცვლება 1 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი და ეწყობა განშტოებები.

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ თბილისის მერია გზის ახალ საფარს მოაწყობს.

Comments
Loading...