ჯივიპიმ აფრიკის დასახლებაში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოაწყო

9

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში წურწუმიას, ოდიშელიძის, მაჩაბელის და მიმდებარე ქუჩებზე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა.

პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის განვითარებისა და განახლების მიზნით 5 კმ სიგრძის ახალი მაგისტრალური ქსელი და განშტოებები მოეწყო. ამასთანავე წყალსადენის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი 22 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 340 000 ლარზე მეტს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ აფრიკის დასახლების აღნიშნულ ქუჩებზე ისტორიულად წყალმომარაგების სისტემა არ არსებობდა.

ჯივიპიმ ივნისის თვეში სარეაბილიტაციო პროექტის ბოლო ეტაპი – წყალსადენის ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები დაასრულა და წყალმომარაგების ახალი სისტემა ექსპლუტაციაში გაუშვა.

Comments
Loading...