ჯეფ ბეზოსმა წარადგინა კოსმოსური აპარატი, რომელიც მთვარეზე უნდა დაჯდეს

6

მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა წარადგინა კოსმოსური აპარატის მაკეტი, რომელიც მთვარეზე უნდა დაჯდეს და რომელიც მისმა კომპანიამ Blue Origin შეიმუშავა.

აპარატს Blue Moon ჰქვია, იგი მთვარის ზედაპირზე ტვირთისა და ტექნიკის გადატანას შეძლებს. კერძოდ, საუბარია 4 არც ისე დიდ როვერზე, რომელთა ზომაც გოლფის ავტომობილების მოცულობის იქნება. გარდა ამისა, Blue Moon-ს, მთავრიდან ორბიტაზე თანამგზავრის გაშვება შეეძლება.

“ჩვენ ვადებში ჩასატევად შეგვიძლია დავეხმაროთ, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ეს სამი წლის წინ დავიწყეთ. დროა, დავბრუნდეთ მთვარეზე, თუმცა ამჯერად იმისათვის, რომ იქ დავრჩეთ”, – განაცხადა ბეზოსმა.

აქამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NASA-ს წინაშე დააყენა ამოცანა, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში, ნებისმიერი საჭირო მეთოდების გამოყენებით, ორგანიზაციამ ადამიანები მთვარეზე უნდა გაგზავნოს.

Blue Origin-ში აგრეთვე განაცხადეს, რომ მზად არიან, დაეხმარონ NASA-ს ტრამპის მიერ მიცემული დავალების შესრულებაში. ამასთან, ბეზოსს მთვარეზე გაშვების თარიღი არ დაუკონკრეტებია და პრეზენტაციის ძირითადი ნაწილი დაუთმო ორბიტალურ სადგურზე კოლონიის შესაძლო ჩამოყალიბებას.

NASA-ს ხელმძღვანელმა ჯიმ ბრაიდენშტაინმა უკვე განაცხადა, რომ 2020 წლისთვის, ხომალდ Orion-ის მთვარეზე ჩანიშნული გაფრენისთვის შესაძლოა გამოყენებული იქნას კომერციული რაკეტა. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი რაკეტამზიდის შესახებ არის საუბარი, თუმცა როგორც The New York Times წერს, ყველაზე მეტად შესაფერი კომპანია Space X-ის Falcon Heavy და Boeing და Lockheed Martin-ის ერთობლივი Delta 4 Heavy არის.

Comments
Loading...