- Advertisement -

ჯეფ ბეზოსმა ბილ გეიტსს გადაისწრო და Forbes-ის უმდიდრესი ამერიკელების რეიტინგის ლიდერი გახდა

4

Amazon-ის დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი უმდიდრესი ამერიკელების რეიტინგის Forbes 400 ლიდერი გახდა.

ამგვარად, ბეზოსმა გადაუსწრო აღნიშნული რეიტინგის ლიდერს, Microsoft-ის დამაარსებელ ბილ გეიტსს, რომელიც სიის ლიდერის პოზიციას 1994 წლიდან მოყოლებული ინარჩუნებდა. ამავდროულად, ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანიც გახდა.

ბეზოსმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, ეს პირველი შემთხვევაა Forbes-ის რეიტინგის არსებობის ისტორიაში, როცა სიის წევრის ქონებამ 100 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. Forbes-ის შეფასების თანახმად, ბეზოსის კაპოტალი ერთი წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა და საბოლოოდ 160 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

კომპანია Amazon, რომელიც ელექტრონული სავაჭრო პლატფორმაა, წარმატებულ შედეგებს დებს: კომპანია კაპიტალიზაციით, Apple-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. მისი კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 2018 წლის პირველი 6 თვის მონაცემების თანახმად, Amazon-მა 100 მილიარდ აშშ დოლარიანი მოგება ნახა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 41%-ით აღემატება.

Forbes-ი, ბეზოსის წარმატების ფორმულის ერთ-ერთ მიზეზად ჯეფ ბეზოსის ფილოსოფიას ასახელებს, რომელიც ასე ჟღერს: ისე მართე საკუთარი კომპანია, თითქოს ეს შენი ბიზნესის დაწყების პირველი დღე იყოს.

აქამდე ბეზოსი Bloomberg-მა თავის მილიარდერების რეიტინგის ლიდერად დაასახელა. სააგენტომ მისი ქონება 150 მილიარდ აშშ დოლარად შეაფსა, რისი წყალობითაც ბეზოსი მთელი ისტორიის მანძილზე უმდიდრესი ადამიანი გახდა.

Comments
Loading...