ჯეფ ბეზოსი Amazon-ის აქციონერებს მილიარდობით აშშ დოლარის დანაკარგების შესახებ აფრთხილებს

25

Amazon-ის დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა, აქციონერები გააფრთხილა, რომ სამომავლოდ კომპანია აღმოჩნდება დიდი უსიამოვნებების წინაშე, რომლებიც გარდაუვალი იქნება და რის შედეგადაც, მილიარდები დაიკარგება. ამის შესახებ იგი წერს თავის ყოველწლიურ წერილში, რომელსაც აქციონერებს უგზავნის. აღნიშნული წერილი კომპანიის ბლოგზეც არის გამოქვეყნებული.

“ზრდის მიხედვით, ყველაფრის მასშტაბირება უნდა მოხდეს, მათ შორის თქვენი წარუმატებელი ექსპერიმენტების. თუკი წარუმატებლობა არ გაიზრდება, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ არ შექმნით იმავე მასშტაბის ახალ წარუმატებლობებს, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ ყველაფრის მოძრაობაში მოყვანა”, – წერს ბეზოსი.

მან აღნიშნა, რომ Amazon-ი გეგმავს მასშტაბურ ექსპერიმენტებს, რაც მილიარდების დაკარგვის რისკზე წასვლას გულისხმობს.

“გულდასმით ვიმუშავებთ, რათა მოვამზადოთ კარგი პროექტები, თუმცა ყველა მათგანის გამოსყიდვა ვერ მოხერხდება. ასეთი დიდი რისკია ნაწილი იმ მომსახურებებისა, რომელთა უზრუნველყოფაც ჩვენ, როგორც მსხვილ კომპანიას, შეგვიძლია ჩვენი კლიენტებისა და მთელი საზოგადოებისთვის.

აქციონერებისთვის კარგი სიახლე ის არის, რომ ერთი მსხვილი მოგებული წილის მეშვეობით რამდენჯერმე იქნება შესაძლებელი დაფარვა იმ დანახარჯისა, რომელმაც წარუმატებლობა გამოიწვია”, – აღნიშნავს ჯეფ ბეზოსი.

Amazon-ის სუფთა მოგებამ, გასულ წელს 10,1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო სამი წლის განმავლობაში მაჩვენებელი მინიმუმ 3-ჯერ გაიზარდა. წლიური შემოსავლის მაჩვენებელი კი 30%-ით გაიზარდა და 232,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

Comments
Loading...