ჯეფ ბეზოსი: ვამაყობ ჩემი ყოფილი ცოლის საქციელით

11

კომპანია Amazon-ის ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა, თავისი ყოფილი მეუღლე მაკენზი ბეზოსი შეაქო იმის გამო, რომ მაკენზიმ გადაწყვიტა, რომ თავისი კაპიტალის ნახევარი ქველმოქმედებაში ჩადოს. მისი თქმით, იგი ამაყობს თავისი ყოფილი ცოლით.

“მაკენზი, ქველმოქმედების სფეროში გასაოცარი, დაფიქრებული და გამოსადეგი გახდება. მე ვამაყობ მისით”, – წერს ბეზოსი თავის ტვიტერზე.

მაკენზი ბეზოსის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც თავისი ქონების ნახევრის ქველმოქმედებაში ჩადებას გულისხმობს, ცნობილი 28 მაისს გახდა.

მისი სახელი გამოჩნდა ვებ-გვერდზე The Giving Pledge, პროექტის მონაწილეთა სიაში, რომელშიც აგრეთვე არის მაიკლ ბლუმბერგი, დევიდ როკფელერი, მარკ ცუკერბერგი და ილონ მასკი.

“თანხის დიდი ოდენობა მაქვს, რომელიც შემიძლია, რომ გავუზიარო ვინმეს. ჩემი მიდგომა ქველმოქმედებისადმი და იმის იქით, გააზრებული იქნება”, – აცხადებს მაკენზი.

იანვარში, ჯეფ ბეზოსმა, რომლის ქონებაც, ფორბსის შეფასებით 139 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, მაკენზისთან განქორწინების შესახებ განაცხადა. მათ ერთად 25 წელიწადი გაატარეს. ბეზოსის თქმით, ისინი მეგობრებად დარჩებიან და კვლავ ერთი ოჯახის წევრები იქნებიან.

Comments
Loading...