ჯეფ ბეზოსის განცხადებით, Amazon-ს აქტიურად სურს პენტაგონთან თანამშრომლობა

2

Amazon-ის დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მაშინ, როდესაც სხვა ტექნოლოგიური კომპანიები უარს აცხადებენ უწყებასთან თანამშრომლობაზე. ამის შესახებ ბეზოსმა უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომელიც კალიფორნიაში ჩატარდა.

„ჩვენ ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ თავდაცვის სამინისტროს. მიმაჩნია, რომ თუკი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები ზურგს აქცევენ თავდაცვის სამინისტროს, ამ უწყებას ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება.“ – განაცხადა ბეზოსმა.

აქამდე ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც ერთმანეთს თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობის საკითხში უწევდნენ კონკურენციას, პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. პენტაგონის დაცვისთვის შექმნილმა პროგრამამ Project Maven კომპანია Google-ში, რომელიც სწორედ ამ კონტრაქტისთვის იბრძოდა, პროტესტი გამოიწვია. ზოგიერთი თანამშრომელი, საომარი მოქმედებებისთვის კომპანიის ტექნოლოგიების გამოყენების წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ Google-მა უარი თქვა კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე. სწორედ ანალოგიური შემთხვევა მოხდა Amazon-შიც.

ბეზოსმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერდა იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამ შეხედულების მომხრე იყვნენ, თუმცა ამავდროულად განაცხადა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია კომპანიის ხელმძღვანელობაზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს, თუ რომელი პროექტების რეალიზებაა მიზანშეწონილი და რომლის – არა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ Amazon-მა პენტაგონის პროექტი, რომელის მოცულობაც 10 მილიონი აშშ დოლარი იყო, Microsoft-თან წააგო. შედეგად, ჯეფ ბეზოსის კომპანიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სადაც იგი პროტესტს გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ კონტრაქტი Microsoft-ს უნდა გადაეცეს.

Comments
Loading...