ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზთან დაკავშირებით, სილქნეტი განმარტებას აკეთებს

9

სილქნეტი განმარტებას ავრცელებს: ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის – 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია სილქნეტი.

ყველა სატელეფონო ოპერატორი თავის აბონენტს თავად უწესებს სააბონენტო ტარიფს ცხელი ხაზის აღნიშნულ ნომერზე ზარის განხორციელებისთვის.

რაც შეეხება კომპანი სილქნეტს, სილქნეტის ფიქსირებული ქსელის ყველა აბონენტისთვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505 დარეკვა არის უფასო, ისევე როგორც უფასოა ამ ნომერზე სილქნეტის ფიქსირებული ქსელის აბონენტების მიერ განხორციელებული საქალაქთაშორისო ზარი.

Comments
Loading...