- Advertisement -

ხორგუაშვილი: ხელისუფლება არათანაბრად ხარჯავს ბიუჯეტს, ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შეიცვალოს

8

“ლარის გაუფასურების პირველი მიზეზი არის, ის რომ ხელისუფლება კვლავ არათანაბრად ხარჯავს ბიუჯეტს”, – ასე შეაფასა ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა ლარის კურსის გაუფასურება.

“ლარის გაუფასურების პირველი მიზეზი არის, ის რომ ხელისუფლება კვლავ არათანაბრად ხარჯავს ბიუჯეტს და ეს გარდაუვალი იყო, რადგანაც არასწორად დაგეგმეს და ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე ასეული მილიონი აქვთ დასახარჯი უკანასკნელი თვეების მანძილზე.

მეორე მიზეზი ეს არის ის მოლოდინები, რაც იქმნება ქვეყანაში ზოგადად, პანიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია თავი გაართვას იმ გამოწვევებს რა გამოწვევებიც არის და შესაბამისად მათ შორის ინვესტორები და უბრალო მოქალაქეებიც ამ ყველაფერს ხედავენ. გამოსავალი ეს არის ცოტა გრძელვადიანი, რაც გულისხმობს იმას, რომ მთლიანად უნდა შეიცვალოს ეკონომიკური პოლიტიკა,” -განაცხადა ხორგუაშვილმა “კურიერთან”.

Comments
Loading...