ხვალ, 18 ოქტომბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 18 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
ნუცუბიძის ქუჩის და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას 1-ელ და მე-2 კვარტლებს, დელისის 1,2 და 3 ქუჩებს, ასათიანის, ქავთარაძის და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.