ხვალ, “ღვინის ქარხანა #1-ის” საქმეზე ადვოკატი არჩილ თაბაგარი და ელისო კილაძე პრესკონფერენციას გამართავენ

7

ხვალ, თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხანა #1-ში “ღვინის ქარხანა #1-ის ადვოკატი არჩილ თაბაგარი და ქრონიკა+ ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე “ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეზე პრესკონფერენციას 11:00 საათზე გამართავენ.

შეგახსენებთ, “ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან დაიწყო.

ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა.

თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს.

2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების – შპს “არტ ღვინოს” – მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე – სააქციო საზოგადოება “სავანე ღვინის #1 ქარხანა”. მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო.

„ღვინის ქარხანა #1-ის“ მესაკუთრეების მიერ ორ ინსტანციაში მოგებული სასამართლო პროცესების შემდეგ საქმე კვლავ დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში, დავაში წლები გადის და ამ დროისთვის საქართველოს პირველი ღვინის ქარხანა დაყადაღებულია.

Comments
Loading...