ხვალ, ვეკუა-ხიზანიშვილზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება

5

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. gwp-იმ აღნიშნულ ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა.  პროექტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 3  მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანია განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს ეტაპობრივად და ღამის საათებში ატარებს.

ხვალ, 16 აგვისტოს ვეკუა-ხიზანიშვილზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები განახორციელდება, რის გამოც ხვალ, 16 აგვისტოს საღამოს 22:00 საათიდან 17 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კობერიძის, ჯანჯღავას და მიმდებარე ქუჩებს, გლდანულის დასახლებას; გლდანის „ა“ და I მიკრორაიონებს; გლდანის III მიკრორაიონის ნაწილს;

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციასჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახითმიაწოდებსდეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით– http://www.gwp.ge

Comments
Loading...