ხაზარაძე: ანაკლიის პორტის პროექტში ჩადებული სახელმწიფოს თანხა ამ ეტაპზე არის ნული

18

ანაკლიის პორტის პროექტში ჩადებული სახელმწიფოს თანხა ამ ეტაპზე არის ნული, – ამის შესახებ “თიბისი ბანკის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ამ ეტაპზე სახელმწიფოს დახარჯული აქვს თუ არა თანხა ანაკლიის პორტზე და თუ აქვს, რამდენი, მამუკა ხაზარაძე პასუხობს, რომ პროექტში ჩადებული სახელმწიფოს თანხა ამ ეტაპზე არის 0.

“პროექტში ჩადებული სახელმწიფოს თანხა ამ ეტაპზე არის 0. რაც შეეხება 100 მილიონს, ეს ძვირად ღირებული სუბორდინირებული სესხია, რომელსაც კონსორციუმი მიიღებს პროექტის ფინანსური დახურვის შემდეგ.” – განაცხადა ხაზარაძემ.

Comments
Loading...