ჭიჭინაძე TBC-ის საქმეზე: ბანკები ებრძოდნენ ხალხს, საინტერესოა, ხელისუფლებასთან როგორ გამოუვათ ბრძოლა

11

ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ “თიბისი ბანკის” ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

“მე ერთ რამეს ვიტყვი, ბანკები რომ ხალხს ებრძვიან, ამაში დარწმუნებული ვარ და ჩვენ ხალხთან საკმაოდ წარმატებით გამოსდით ბრძოლა. საინტერესოა, ხელისუფლებასთან როგორ გამოუათ ბრძოლა. საწყალ, დაბეჩავებულ ხალს ძალიან ადვილად უგებენ ბრძოლას, სახლებიდან ყრიან, ქუჩაში აგდებენ და მე არ მინახავს ამ ქვეყანაში გამდიდრებული ხალხი.

ბანკები კი საკამოდ გამდიდრდნენ და კარგია თუ ხელისუფლებასა და ბანკს შორის პოლიტიკური დაპირისპირება დაიწყო, იმიტომ რომ აქამდე ბანკები ხელისუფლებასთან ძალიან შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ და ხალხს გაუსაძლის მდგომარეობაში აგდებდნენ, აქეთა მხარესაც დიდი ფული დაგროვდა და პოლიტიკური ამბიციები შეეჯახა ერთმანეთს.

რაც შეეხება იმ ოპერაციას, რომელიც წლების წინ ჩატარდა, ის არათუ საბანკო, არამედ უბრალოდ მორალურად ბიზნესშიც არ ჯდება. როგორ შეიძლება საერთო ფული წაიღო და მერე უკან შემოიტანო, ნუ ახლა…”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, “თიბისი ბანკის” აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

Comments
Loading...