- Advertisement -

ჭიჭინაძე: სამუშაო ადგილების შექმნა თუ გვინდა, სახელმწიფომ ანტიდემპინგური კანონი აამოქმედოს!

10

უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “აიპრესთან” განმარტავს, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა აამოქმედოს ანტიდემპინგური კანონი ადგილობრივი ბაზრის დასაცავად. დეპუტატის ასევე დასძენს, რომ ანტიდემპინგური კანონის არ არსებობით ხელისუფლება ცდილობს საერთაშორისო კორპორაციებისთვის საქართველო მიმზიდველი გახადოს ,რაც ხელს უშლის ადგილობრივებს საკუთარი ბიზნესის განვითარებაში.

უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “აიპრესთან” განმარტავს, რომ ანტიდემპინგური კანონის ამოქმედება ქართული პროდუქციის დაცვისთვის აუცილებელი მექანიზმია.

– თუ გვინდა სამუშაო ადგილების გადარჩენა სახელმწიფომ უნდა აამოქმედოს ანტიდემპინგური კანონი. ქვეყანა უნდა იყოს დაცული. ანტიდემპინგური კანონი არანაირად არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ბიზნესს. ეს რას ნიშნავს?! ნებისმიერ ქვეყანა იცავს თავის ბაზარს. რატომ არსებობს თვითონ ეს სიტყვა-დემპინგი?

– გამოიწვევს თუ არა ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა ანტიდემპინგური კანონი, თავისუფალი ვაჭრობის პრინციპების დარღვევას?

– ყოველთვის რაღაცას რომ ეყრდნობიან მოჰყავთ ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი. სწორედ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, მან ბარიერები დაუწესა თავის სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს .ტრამპი ჰქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, ზრდის ქვეყნის ეკონომიკას. იმ ადამიანმა, რომელიც მთავარი დამცველი უნდა იყოს ამ საერთაშორისო ვაჭრობის, თვითონ ის ადამიანი არღვევს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს.

ანტიდემპინგური კანონის არ არსებობა მიმზიდველია საერთაშორისო კორპორაციებისთვის. ჩვენი ეკონომიკაც მიმართულია ზოგადად ინვესტორებზე. შესაბამისად, ამ ნაწილში მაქსიმალურად ცდილობენ საქართველო მიმზიდველი გახადონ ანტიდემპინგური კანონის არ არსებობით. ცდილობენ საერთაშორისო კორპორაციებისთვის, საქართველოში შემოსვლის პირობები იყოს მარტივი და სულაც არ ზრუნავენ შექმნან ადგილობრივი სამუშაო ადგილები.

– რამდენად შეესაბამება არსებული ანტიდემპინგური კანონპროექტი იმ მოთხოვნებს, რაც უნდა მოერგოს ბაზრის საჭიროებებს ? შეაფერხებს თუ არა ქართულ წარმოებას, ქვეყანაში დემპინგური ფასების შემოსვლა?

– ეს თემები ერთმანეთთან ძალიან გადაბმულადაა დაკავშირებული. პირდაპირ გეტყვით, სანამ ჩვენს ქვეყანაში მთავრი იქნება უცხოელი ინვესტორი და ჩვენი ეკონომიკა მიმართული იქნება ინვესტორზე არ მიიღებენ ანტიდემპინგურ კანონს. როგორ წარმოგიდგენიათ, თქვენ უცხოელი ინვესტორი ერთხელ დებს ინვესტიციას და მერე ფულს ეზიდება მთელი ცხოვრება საქართველოდან. ჩვენ მაგის ფუფუნება არ გავქვს! ადგილობრივ ინვესტორს არ ვუფრთხილდებით ,ის ადამიანი, რომლიც რაღაცას ჰქმნის ქვეყანაში, ინვესტიციას დებს მას ამ ანტიდემპინგური კანონით ხელს შევუწყობთ. სანამ იქნება დემპინგი არ შეიქმნება სამუშაო ადგილები. სანამ იქნება ბანკების არაპროფილური საქმიანობა ვალუტის უკონტროლო პარპაში კიდევ ვერ შეიცვლება”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

Comments
Loading...