- Advertisement -

ჭირაქაძე: ბიზნეს ასოციაციისა და ხელისუფლების კომუნიკაცია არის ძალიან წარმატებული

7

ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძისა და ბიზნეს ასოციაციის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“თანამშრომლობა ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რათა მიმდინარე და არსებული პრობლემები მოგვარდეს. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ დღევანდელი შეხვედრით, რომ ბიზნეს ასოციაციისა და ხელისუფლების კომუნიკაცია არის ძალიან წარმატებული”, – განაცხადა ჭირაქაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა ბიზნეს ასოციაციაში “ომეგა ჯგუფის” პრობლემა, გიორგი ჭირაქაძემ დასძინა რომ “ომეგა ჯგუფს” ბიზნეს ასოციაციაში ასეთი შემთხვევა არ ჰქონია.

“ჩემთვის იყო ძალიან გასაკვირი, როცა მოვისმინე. ერთ რამეს გეტყვით – ნებისმიერი საკითხი და თემა როცა იარსებებს, უნდა წყდებოდეს სამართლებრივი გზით.

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი მრავალი წელია ვარ, მე ეგეთი შემთხვევა არ მქონია, არ გამიგია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, პრობლემები ბიზნესში არის და ბევრ ჩვენს ბიზნესმენს აქვს პრობლემა, ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ არსებობს დიალოგის ფორმატი.

“ომეგა ჯგუფი” ჩვენი წევრი არ არის. ვერ გეტყვით, კონკრეტულად “ომეგა ჯგუფში” რა ხდება. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ შემთხვევაში ასეთი ზეწოლები ჩვენს ბიზნესთან არ გვინახავს”, – აღნიშნა გიორგი ჭირაქაძემ.

Comments
Loading...