ჭარაია: Global Finance-ის შეფასება საქართველოს, როგორც რეფორმატორი და წარმატებული ქვეყნის იმიჯის გაძლიერებას შეუწყობს ხელს

6

„Global Finance – ის მიერ საქართველოს დადებით კონტექსტში ხსენება, მთელი მსოფლიოს ფინანსური წრეებისთვის პოზიტიური სიგნალის გაგზავნას და საქართველოს, როგორც რეფორმატორი და წარმატებული ქვეყნის იმიჯის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ახალ ინვესტიციებსა და შედეგად, ახალ სამუშაო ადგილებში, აგრეთვე გაზრდილ საბიუჯეტო შემოსავლებში შეიძლება გამოისახოს,” – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა, თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ.

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის განცხადებით, საქართველოს, როგორც არასდროს, ესაჭიროება მძლავრი ფინანსური ნაკადების შემოდინება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, რეგიონული დისბალანსის აღმოფხვრა, კონკურენტუნარიანი საექსპორტო და იმპორტჩამნაცვლებელი პროდუქციის წარმოება, რათა საქართველომ შეძლოს ჩინეთსა და ევროკავშირთან მიღწეული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების სრულფასოვანი ამოქმედება და ამით არამხოლოდ თავისი კეთილდღეობის, არამედ მსოფლიო ეკონომიკის გაძლიერებაში თვისი წვრილის შეტანა.

აღსანიშნავია, რომ ავტორიტეტულმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Global Finance – მა საქართველო, ეკონომიკურ სტაბილურობაზე, მმართველობისა და ბიზნეს რეგულაციების ხარისხის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა. გამოცემამ საქართველო მოიხსენია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საყურადღებოა მკვეთრი ზრდისა და ინვესტორების მხრიდან ინტენსიური ინტერესიდან გამომდინარე. აღნიშნული ჯგუფის ქვეყნებს შორის საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ევროპის ქვეყნებს შორის.

Comments
Loading...