ჭარაია: ევროპალატის მიერ საქართველოს დაწინაურება, სწორი საინვესტიციო პოლიტიკის აღიარებაა

12

“ევროკავშირის პალატის მიერ საქართველოს დაწინაურება, ბიზნესის კეთებისთვის ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო, რიგით 16-ე ქვეყნად, საქართველოს სწორი საინვესტიციო პოლიტიკის კიდევ ერთი დამატებითი აღიარებაა”, – ამის შესახებ თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაია აცხადებს.

“აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჯამურად შემოსული 18.3 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციებიდან 40 პროცენტი (7.4 მილიარდი დოლარი) სწორედ ევროკავშირიდანაა შემოდინებული, ამიტომ ევროპული ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ საქართველოს დაწინაურება ევროპელ ინვესტორებს კიდევ უფრო მეტად გაუძლიერებს საქართველოში ინვესტირების სტიმულს.

ბიზნესის კეთების, ეკონომიკური თავისუფლების, საერთაშორისო გამჭვირვალობის, უსაფრთხოების და სხვა მრავალი მიმართულებით წარმატებასთან ერთად ყოველ ახალ რეიტინგში საქართველოს წინსვლა მის გრძელვადიან განვითარებას შეუწყობს ხელს.

ყველაფერთან ერთად სასიხარულოა, რომ საქართველო კვლავაც ინარჩუნებს და აძლიერებს ლიდერის პოზიციებს როგორც კავკასიაში ასევე მთლიანი ევროპის მასშტაბითაც. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის უპირატესობების სრულად ასათვისებლად და ინვესტორების სწორედ საქართველოში გადმოსაბირებლად”, – აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

Comments
Loading...