ჭავჭავაძის პირველ შესახვევში დასასვენებელი სივრცე ეწყობა

4

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის პირველ შესახვევში, N6-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე ეწყობა.

სამუშაოების შედეგად, ტერიტორია კეთილმოეწყობა – დამონტაჟდება ახალი ურბანული ავეჯი, მოეწყობა საბავშვო მოედანი, რომელზეც ატრაქციონები განთავსდება.

ამ დროისთვის, აღნიშნულ მისამართზე უკვე მოწყობილია სარწყავი და განათების ქსელი, დამონტაჟებულია განათების ბოძები და მიმდინარეობს რბილი საფარის დაგება. პროექტის ბოლო ეტაპზე, დაირგვება ხეები და მცენარეები.

2 200 კვ. მ ფართობის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის მოწყობის პროექტის ღირებულება 178 065 ლარს შეადგენს.

Comments
Loading...