წყნეთში, ჯავახიშვილის პირველ და მეორე შესახვევებში საგზაო სამუშაოები ხორციელდება

14

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში, ჯავახიშვილის პირველ და მეორე შესახვევებში საგზაო სამუშაოები ხორციელდება.

პროექტის შედეგად, 1 170 კვ. მ ფართობზე აღდგა გზის დაზიანებული საფარი, რაზეც 107 387 ლარი დაიხარჯა. ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, მაჟორიტარ დეპუტატთან საკრებულოში გიორგი მუსხელიშვილთან და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარესთან თინათინ ნიბლოშვილთან ერთად შეხვდა.

Comments
Loading...