წყნეთში სახურავების რეაბილიტაცია ხორციელდება

8

ვაკის რაიონის გამგეობის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა გრძელდება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წყნეთში, თამარ მეფის N23-ში მრავალბინიანი სახლის დაზიანებული სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 27 088 ლარი გამოიყო.

გარდა ამისა, წყნეთში კიდევ ერთი სახლის გადახურვა განახლდება – გაგრის N8-ში სახურავის რეაბილიტაციის და წყალსაწრეტი მილების მონტაჟის პროექტის დაგეგმილი. სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად 53 632 ლარია გამოყოფილი.

სულ, ამ დროისთვის სხვადასხვა მისამართზე 11 სახურავის განახლების და წყალსაწრეტი მილების მონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს. მათი ჯამური ღირებულება 158 000 ლარს შეადგენს.

Comments
Loading...