წყნეთში, გაგრის N8ა-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

25

ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა გრძელდება. წყნეთში, გაგრის N8ა-ში მრავალბინიანი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გამაგრდება და განახლდება ავარიული სახლის საფუძველი და კედლები. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 126 000 ლარს შეადგენს.

წყნეთში, გაგრის N8ა-ში 15 ოჯახი ცხოვრობს.

მიმდინარე პროცესს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

Comments
Loading...