წყნეთში აღმაშენებლის ქუჩაზე ასფალტი იგება

9

ვაკის რაიონში გზების განახლების პროცესი გრძელდება. წყნეთში , აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

პირველ ეტაპზე, 3000 კვ. მ ფართობზე მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვალ, ახლა კი, ასფალტის საფარი იგება.

გზის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 242 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოების პროცესს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, დავით კვინიკაძე გაეცნო.

Comments
Loading...