წყალტუბოს რაიონის სოფელ ხომელში წყლის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება

8

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში (მე-18 ქუჩაზე) სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოების შ ესყიდვის თაობაზე გამოცხადებული ტენდერი 4-ჯერ ჩაიშალა, რადგან აღნიშნულ ტენდერებში მონაწილეობა არ მიიღო არცერთმა პრეტენდენტმა, რის შემდეგაც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ზემოთხსენებული სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის ფორმით განხორციელების თაობაზე თანხმობის მისაღებად.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისთვის სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 ივლისის N3031 განკარგულების საფუძველზე, მიმდინარე წლის 30 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება ინდ. მეწარმე „იმედა ბოკელავაძე“-სთან.

სოფელ ზედა ხომულში წყალსადენი ქსელის რეაბილიტაციის შესყიდვის თაობაზე ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ ინიცირება გაკეთებულია და ტენდერი სამინისტროსთან შეთანხმების შემდგომ გამოცხადდება მომავალ კვირაში.

Comments
Loading...