წყალმომარაგების კომპანია: ქუთაისში წყლის მიწოდება აღდგენილია

4

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის ტექნიკურმა ჯგუფმა, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, მის მფლობელობაში არსებული დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა.

დიდთოვლობამ მუხნარის წყლის სატუმბი სადგურის , მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა, საიდანაც ხდება ქალაქის ნაწილის წყალმომარაგება.

ამ დროისთვის სამუშაოები დასრულებულია და აბონენტებს წყლის მიწოდება აღუდგათ.

Comments
Loading...