წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში, შეფერხებული წყალმომარაგების აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს

5

წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში, დიდთოვლობით გამოწვეული ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების გამო შეფერხებული წყალმომარაგების აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს.

ქუთაისში, წყალმომარაგების კომპანია, მის მფლობელობაში არსებული დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს.

დიდთოვლობამ მუხნარის წყლის სატუმბი სადგურის , მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა, საიდანაც ხდება ქალაქის ნაწილის წყალმომარაგება.

ელექტროენერგიის გათიშვის გამო, მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა. ამ დროისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთიასის-სერვის ცენტრის ტექნიკური ჯგუფი, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად აღდგენით სამუშაოებს ახორციელებენ.

სამუშაოების დასრულებისთანავე, აბონენტებს წყლის მიწოდება აღუდგებათ.

Comments
Loading...