წყალმოვარდნისას მესტიაჭალა 1 ჰესმა დამცავი ფუნქცია შეასრულა, მესტიაჭალა 2-ს კი სტიქია არ შეხებია

6

ძლიერი სტიქიის შედეგად მესტიაში მდინარე მესტიაჭალას ადიდებას უეცარი ტალღური წყალმოვარდნა მოყვა. სტიქიის პირველი დარტყმა 20 მგვტ-ის სიმძლავრის მესტიაჭალა 1 ჰესის ინფრასტრუქტურამ მიიღო. ჰესმა მოვარდნილი ნაკადი შეაჩერა, რითაც დასახლებული პუნქტისათვის საფრთხე იქნა აცილებული. მესტიაჭალა 1 დაბა მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს.

რაც შეეხება მესტიაჭალა 2-ს, ისევე, როგორც მიმდებარე დასახლებას, სტიქია პრაქტიკულად არ შეხებია და მცირედი დაზიანების ლიკვიდაციის შემდეგ გააგრძელებს ფუნქციონირებას. 30 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური მესტიაჭალა 2 უშუალოდ დაბა მესტიასთან მდებარეობს.

სტიქიამ ძირითადად მესტიაჭალას ხეობა და ჰიდროელექტროსადგური მესტიაჭალა 1-ის ნაგებობები დააზიანა. ამ ეტაპზე, პირველადი დათვალიერებით ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი შენარჩუნებულია. წყლის ნაკადის შემცირებისთანავე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაიწყებენ მესტიაჭალა ჰესი 1-ის ინფრასტრუქტურაზე გაწმენდით სამუშაოებს და ზიანის დადგენას.

Comments
Loading...