წლის განმავლობაში Brent-ის მარკის ნავთობის ფასის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

5

ლონდონის ICE-ს საფონდო ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 4,7%-ით გაიზარდა, რაც წლის განმავლობაში, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

მაქსიმალური მაჩვენებლის დროს, ოქტომბრის ფიუჩერსების ღირებულებამ 61,49 აშშ დოლარი შეადგინა, საფონდო ბირჟის წინა სესიის დახურვისას კი მისი ფასი ბარელზე 58,57 აშშ დოლარი იყო. სავაჭრო დღე კი Brent-ის მარის ნავთობმა ბარელზე 60,94 აშშ დოლარზე დაასრულა.

მიმდინარე წელს Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა, სესიის განმავლობაში 4%-იანი ნახტომი დღევანდელ დღემდე მხოლოდ ერთხელ შეასრულა. ეს 20 ივლისს მოხდა, როდესაც ფიუჩერსების ფასი ერთ დღეში 4,25%-ით გაიზარდა.

Comments
Loading...