წინანდლის მამულის საფერავი რეზერვი 2014 საფერავის საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა

34

წინანდლის მამულის საფერავი წარდგენილი იყო საფერავის პირველ საერთაშორისო კონკურსზე საქართველოში, სადაც საფერავი რეზერვი 2014 დაჯილდოვდა ოქროს, საფერავი ნახევრად ტკბილი ვერცხლით, ხოლო საფერავი 2017 ბრინჯაოთი.

ცერემონია გაიმართება 2 თებერვალს, რედისონ კოლექშენში, წინანდალში.

საფერავი რეზერვი 2014 წინანდლის მამულის 173-ე რთველის საფერავია, სამი წლის დაძველებით, რომლიდანაც 12 თვე ფრანგულ მუხის კასრებში ვარგდებოდა. საფერავი რეზერვი საუკეთესოდ წარმოაჩენს წინანდლის შესანიშნავ ტერუარს და 2014 წლის ხელსაყრელ ამინდებს. ეს არის სრული სხეულის მქონე, მწიფე და მსუყე ღვინო, რომელსაც დაძველების ხანგრძლივი პოტენციალი აქვს.

Comments
Loading...