წინანდლის ისტორიულ მამულში ახალი სასტუმრო “პარკ ჰოტელი” გაიხსნა

13

მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ოფიციალურად გაიხსნა ახალი სასტუმრო „პარკ-ჰოტელი“ (PARK HOTEL). სასტუმროს პირველი სტუმრები არიან პან-კავკასიური ორკესტრის მუსიკოსები არიან. 70 ნომრიანი სასტუმროს პირველ სართულზე მუსიკალური აკადემიისთვის განკუთვნილი, მუსიკალური ინსტრუმენტებით აღჭურვილი ოთახები ფუნქციონირებს.

ფესტივალის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ სტუმარს შეეძლება ახალ სასტუმროში დასვენება და სხვადასხვა ღონისძიების გამართვა. „პარკ ჰოტელი“ შედარებით დაბალ ბიუჯეტიანი სასტუმრო იქნება, ვიდრე შემოდგომაზე გახსნილი, მაღალი კლასის სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ წინანდალი“. “სილქ როუდ ჯგუფმა” ახალი სასტუმროს აშენებაში დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

წელს პირველად, 8-22 სექტემბრის ჩათვლით, ტარდება საერთაშორისო დონის კლასიკური მუსიკის ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად ყოველ სექტემბერს გაიმართება. წინანდლის ფესტივალი, საქართველოს მთავრობისა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად დაარსდა.

15 დღის განმავლობაში 40 მდე საორკესტრო, კამერული, და სოლო კონცერტი ჩატარდება 1200 კაციან ამფითეატრში და 600 კაციან კამერული მუსიკის დარბაზში, რომელიც წინანდლის ისტორიულ მამულში სპეციალურად ფესტივალისთვის აშენდა.

ფესტივალის წარმდგენი კომპანია „სილქნეტია“.

Comments
Loading...