“წითელი ჯვრის საზოგადოების” ტრეინინგი ვაკის გამგეობაში

20

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის (COVID-19) საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ვაკის რაიონის გამგეობაში საქართველოში „წითელი ჯვრის საზოგადოების“ წარმომადგენლების მიერ მოხალისეთა ტრეინინგი ჩატარდა.

მოხალისეებს განემარტათ, როგორ უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები ბენეფიციარებთან, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ჯგუფებთან ურთიერთობისას.ვაკის რაიონში ამ დროისთვის 25 მოხალისეა გადამზადებული.ბოლო სამი კვირაა ვაკის რაიონის გამგეობა დინსტანციურად მუშაობს.

მიუხედავად ამისა, გამგეობის თანამშრომლები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებში ოცდაოთხი საათის განმავლობაში არიან ჩართულნი, ოპერატიულად იღებენ ინფორმაციას და მობილიზებულები არიან, რომ რაიონის მცხოვრებლებს, ყოველი საჭიროების მქონე ოჯახებს დაეხმარონ.თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის“ თანამშრომლობის ფარგლებში, 70 წელს გადაცილებული სოციალურად დაუცველი ხანდაზმულებისთვის სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ბინაზე მიწოდების პროცესი მიმდინარეობს.

Comments
Loading...