“წერის არქიტექტურა” – შემოქმედებითი წერის მასტერკლასი სტუდენტებისთვის

10

ლევან ბერძენიშვილი, ანნა კორძაია – სამადაშვილი, ნატო ინგოროყვა, დავით გაბუნია და ზაალ ჩხეიძე – ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც 6 და7 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლიტერატურული კონკურსის ისტორიაში პირველი შემოქმედებითი წერის მასტერკლასი გამართეს.

შემოქმედებითი ტრენინგი „წერის არქიტექტურა“ – ასე ეწოდა ამ მასტერკლასს და იგი „შემოდგომის ლეგენდის“ ფარგლებში, სილქნეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ჩანაფიქრია. „წერის არქიტექტურა“ წერის მოყვარულთ დაეხმარება გამოიმუშავონ საკუთარი სტილი ძირითადი ლიტერატურული ხერხების მეშვეობით და შექმნან ახალი ნამუშევრები ტრენინგზე მოცემული სავარჯიშოების გამოყენებით.

ორდღიანი მასტერკლასი შეჯამებული სახით, მოგვიანებით, ბროშურად გამოიცემა, სადაც, ასევე, დაიბეჭდება ტრეინინგში მონაწილე 10 სტუდენტის ნამუშევარი. ეს ბროშურა იქნება ერთგვარი სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც უყვარს წერა და სურვილი აქვს, რომ გაიღრმავონ თავიანთი ცოდნა და უნარ-ჩვევები.

მორიგი, რიგით მეთერთმეტე „შემოდგომის ლეგენდა“ კი, წელს წინანდლის ჭავჭავაძისეულ ისტორიულ მამულში გაიმართება.

„შემოდგომის ლეგენდა“ – შენი აღმოჩენის დროა.

Comments
Loading...