წელს პირველად, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 62 აშშ დოლარს გადააჭარბა

7

მარტის ფიუჩერსების ფასმა Brent-ის მარკის ნავთობზე, ლონდონის ბირჯის სავაჭრო სესიაზე ბარელზე 62 აშშ დოლარიანი ნიშნული გადალახა, რაც თვის განლავლობაში პირველად მოხდა.

ადგილობრივი დრით 11:12 საათზე ბარელის ფასი 62,09 აშშ დოლარამდე ავიდა, ხოლო 14 წუთის შემდეგ პიკურ მაჩვენებელს მიაღწია და 62,2 აშშ დოლარი შეადგინა. წინა სავაჭრო სესიის დახურვისას არსებულ მაჩვენებლთან შედარებით ეს თიტქმის 1%-იტ გაზრდილი მაჩვენებელია.

ბოლოს, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 62 აშშ დოლარს გასული წლის დეკემბერში შეადგენდა.

Brent-თან ერთად იზრდება WTI-ის მარკის ნავთობის ფასიც. მან პიკურ მაჩვენებელს მიაღწია და ბარელზე 53,11 აშშ დოლარი შეადგინა, რაც აგრეთვე 1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

Comments
Loading...