- Advertisement -

წელს ბიზნესდაჯილდოებაში 346 კომპანია მონაწილეობს

7

ბიზნესდაჯილდოება 2018-ზე რეგისტრაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

სულ წარმატებით დარეგისტრირდა 346 კომპანია, რომლებიც ნომინაციების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

  • წლის სტარტაპი – 34%;
  • ბიზნესი დადებითი გავლენისთვის – 25%;
  • წლის ქართული პროდუქტი – 14%;
  • წლის ქალი მეწარმე – 12%;
  • წლის ტურისტული ბიზნესი – 10%;
  • წლის ბიზნესი – 6%.

დამოუკიდებელი ჟიური ფინალისტებს ნოემბერში გამოავლენს, რომელთა საკომუნიკაციო კამპანიას თიბისი ბანკი წარმართავს. ბიზნესდაჯილდოების 6 გამარჯვებული კი, დეკემბერში გამოვლინდება. გამარჯვებულებს სურვილისამებრ, შეეძლებათ აირჩიონ მათთვის სასურველი პრიზი: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებგვერდი, ბრენდ სტრატეგია და საიმიჯო კამპანია, პროგრამული უზრუნველყობა (კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია ან ვებ-სერვისი).

თიბისი ბანკი უკვე მესამე წელია წარმატებით ახორციელებს პროექტს „ბიზნესდაჯილდოება“, რომლის მიზანია ბიზნესსოციუმის განვითარება და ბიზნესების მხარდაჭერა. დაჯილდოება საზოგადოებას ყოველწლიურად აცნობს სხვადასხვა ბიზნესსექტორში მოქმედი კომპანიების წარმატების ისტორიებს და პოპულარიზაციას უწევს ბიზნესის კეთებას საქართელოში.

Comments
Loading...