ჩინური Fosun Tourism Group-ი, ბრიტანულ Thomas Cook-ს 14,25 მილიონ აშშ დოლარად შეისყიდის

6

ჩინური კომპანია Fosun Tourism Group-ი, რომელიც ფრანგული ტურ ოპერატორის Club Med-ის მფლობელია, Thomas Cook-ის ბრენდისა და მასთან დაკავშირებული სასტუმროების ბრენდების 14,25 მილიონ აშშ დოლარად შესყიდვის შესახებ განაცხადა. შესაბამისი ინფორმაცის კომპანიის მიერ ვრცელდება.

ამგვარად, კომპანია Fosun-ი შეძლებს, გაზარდოს თავისი როლი ტურისტულ ინდუსტრიაში, ვინაიდან ბრენდი Thomas Cook-ი ფართოდ არის ცნობილი. კომპანია, ამ სახით, ჩინელი ტურისტების რაოდენობასაც გაზრდის.

აქტივებში, რომლებსაც ჩინური კომპანია შეისყიდის, შედის სავაჭრო ნიშნები, დომენის სახელები, პროგრამული უზრუნველყოფები და ბრიტანული ტურ ოპერატორის ლიცენზიები, აგრეთვე მასთან დაკავშირებული სასტუმროების ბრენდები. Fosun-ში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ იგეგმება Thomas Cook-თან დაკავშირებული უცხოური აქტივებისა და ბიზნესების შესყიდვა.

მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ბრიტანულმა ტურისტულმა ფირმამ Thomas Cook გაკოტრების შესახებ განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მაშინ კომპანიამ შეთანხმება გააფორმა ჩინურ Fosun-თან. შეთანხმების მოცულობა 900 მილიონი ფუნტი იყო, თუმცა ბოლო მომენტში შეთანხმება ჩაიშალა. ამის გამომწვევი მიზეზების შესახებ ზუსტი ინფორმაცია კი არ გავრცელებულა.

Comments
Loading...