ჩინეთი ილონ მასკს მწვანე ბარათს სთავაზობს

11

ჩინეთის სახელმიწიფო საბჭოს პრემიერი ლი კეძიანი ამერიკელ ბიზნესმენს ილონ მასკს ჩინეთის მწვანე ბარათს სთავაზობს. ამის შესახებ ოფიციალური ინქფორმაცია ქვეყნის სახელმწიფო საბჭოს საიტზე ვრცელდება.

შეხვედრაზე კეძიანთან, მასკმა განაცხადა, რომ სურს, შანხაიში კომპანია Tesla-ს ქარხანა მთელს მსოფლიოში სამაგალითო იყოს და აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს ჩინეთი და იქ უფრო ხსირად ისურვებდა ჩასვლას.

პრემიერმა კი მას უპასუხა, რომ თუკი ასეთი შეხედულებები აქვს, ჩინეთს შეუძლია მას მწვანე ბარათი გადასცეს.

7 იანვარს, ილონ მასკმა განაცხადა, რომ შანხაიში კომპანიის ქარხნის მშენებლობა იწყება. ეს კომპანია Tesla-ს პირველი ქარხანა იქნება აშშ-ის საზღვრებს გარეთ.

Comments
Loading...