ჩინეთი ივლისიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე შეზღუდვებს დააწესებს

24

ჩინეთი 1 ივლისიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტს შეზღუდავს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნულ მეტალებს ამოიღებენ მყარი ნარჩენების იმპორტის შეუზღუდავი ნუსხიდან.

ივლისში ცნობილი გახდა, რომ ჩინეთიდან ალუმინის ექსპორტმა ივნისში 510 ათასს მიაღწია, რაც 2014 წლის დეკემბრიდან მოყოლებული რეკორდული მაჩვენებელია. მთლიანობაში, 2018 წლის პირველ ნახევარში, ჩინეთმა 2,71 მილიონი ტონა ალუმინის ექსპორტი განახორციელა, რაც 13%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

აქამდე კი Bloomberg-ი წერდა, რომ იანვრის მეორე კვირაში, პეკინში აშშ-ის სახელმწიფო დელეგაცია ჩავა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან სავაჭრო მოლაპარაკებებს გამართავს. ეს მოლაპარაკებები პირველი იქნება მას მერე, რაც ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, დიდი ოცეულის სამიტზე მოილაპარაკეს, რომ 2019 წლის მარტამდე ისინი ახალ საბაჟო საგადასახადო ტარიფებს აამოქმედებდნენ.

Comments
Loading...