ჩინეთი ბელარუსს 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის კრედიტს გამოუყოფს

13

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ჩინეთისგან მინსკისთვის 500 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

კრედიტს ბელარუსს, ჩინეთის განვითარების ბანკის შანხაის ფილიალი, ხუთი წლის ვადით გამოუყოფს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მინსკს კრედიტი სახელმწიფო ვალის დაფარვისთვის და აგრეთვე, ჩინეთთან ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისთვის.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელარუსი ჩინეთისგან აღნიშნული კრედიტის აღებას აპირებდა, აქამდე ბელარუსის ფინანსთა მინისტრმა მაქსიმ ერმალოვიჩმა გაავრცელა.

მიმდინარე წლის თებერვალში, ერმალოვიჩმა განაცხადა, რომ მინსკმა მოსკოვს 600 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხი სთხოვა, რათა ვალის რეფინანსირება მოეხდინა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, აღნიშნული საკითხი იყო დღის წესრიგის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც სოჭში, რუსეთისა და ბელარუსის ლიდერების შეხვედრაზე უნდა განხილულიყო.

Comments
Loading...