ჩინეთი აცხადებს, რომ აშშ-სთან თანამშრომლობა სავაჭრო სფეროში ერთადერთი სწორი არჩევანია

9

ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ განაცხადა, რომ აშშ-სთან თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ერთადერთი სწორი არჩევანია. ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ჩინეთი ყოველთვის მომხრე იყო, რომ დავები დიალოგისა და კონსულტაციების სახით გადაწყვეტილიყო. თანამშრომლობა კი ერთადერთი სწორი არჩევანი ორივე მხარის შემთხვევაში”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ჩინეთში აღნიშნავენ, რომ თანამშრომლობა ორივე მხარისთვის მომგებიანია, ხოლო სავაჭრო ომი ზიანის მომტანია. სახელმწიფო საბჭოში აღნიშნავენ, რომ ჩინეთი მზადაა მიიღოს ერთობლივი გამოსავალი, რათა მოგვარდეს შეუთანხმებლობა, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ არ დათმობს პრინციპულ საკითხებს.

ამასთან, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-მა ჩინეთთან ეკონომიკური და სავაჭრო უთანხმოებების პროვოცირება მოახდინა, რათა ზიანი მიეყენებინა ქვეყნებისთვის და გლობალური ინტერესებისთვის. ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს მოსაზრებით, ამერიკის ხელისუფლება პროტექციონისტულ პოლიტიკას აწარმოებს, რათა საკუთარი ინტერესები სხვა ქვეყნებს მოახვიოს თავს.

ჩინეთში მიიჩნევენ, რომ სავაჭრო უთანხმოებები აშშ-სთან ზიანს აყენებს არამხოლოდ ჩინეთს, არამედ თავად შეერთებულ შტატებსაც. სახელმწიფო საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უთანხმოებების შედეგად, 2019 წლის იანვარ-აპრილში, ჩინური ექსპორტი ამერიკულ ბაზარზე 9,7%-ით შემცირდა.

Comments
Loading...